გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ უკრაინა გერმანიის მიერ მიწოდებული შორი მანძილის იარაღს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე თავდასხმისთვის ვერ გამოიყენებს. იუწყება Reuters.
"ეს რჩება" უცვლელი, განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
”ამიტომ მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე მაშინაც კი, თუ სხვა ქვეყნებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს. მე ამას არ გავაკეთებ {ნებას არ მივცემ კიევს}, რადგან ეს პრობლემად მიმაჩნია”, - დასძინა შოლცმა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აშშ-მა შესაძლოა, მოხსნას იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა, შოლცმა აღნიშნა, რომ ყველა სპეკულაცია სიმართლეს არ შეესაბამება.