რუსული ძალების დარტყმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქის გულიაიპოლის დასახლებაში სამი ადამიანი დაიღუპა.
ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის ცნობით, დარტყმის შედეგად დაღუპული
„რუსებმა კვლავ მიიტანეს იერიში ოლქზე. ამჯერად ცეცხლი გაუხსნეს გულიაიპოლსკის რაიონს. დარტყმა ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე განხორციელდა. დაიღუპა სამი ადამიანი. ყველა დაღუპული ამ საწარმოს თანამშრომელია“, – წერს „ტელეგრამში“ ფედოროვი.