უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა, მათ შორის, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, 23 ქალი. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე წერს.
„ჩვენი ხალხის კიდევ ერთი დაბრუნება, რომელსაც ყოველთვის მოუთმენლად ველით და ვმუშაობთ.
მათ შორის არიან მეომრები უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, გვარდიიდან, ეროვნული პოლიციისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურიდან, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მაგალითად, ლენიე უმეროვა, ახალგაზრდა ქალი, რომელიც რუსებმა მძევლად მაშინ აიყვანეს, როცა ავადმყოფი მამის მოსავლელად მიდიოდა. გათავისუფლდა აზოვსტალის მცველიც, ასევე სახლში დაბრუნდა ვიქტორ ივჩუკი, სამხედრო მედიკოსი და უკრაინის გმირი ვიქტორ ივჩუკი“, - წერს ზელენსკი.
საკოორდინაციო შტაბში აღნიშნავენ, რომ ეს გაცვლა განსაკუთრებულია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში პირველად გათავისუფლდნენ უკრაინელი ქალები ტყვეობიდან.