გამარჯვების განწყობაა და ამ ადამიანების წინაშე მდგარი უმძიმესი პრობლემები აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა ერთიანობით გავიმარჯვებთ და ერთხმად ვიტყვით "კი ევროპას!", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე ნაძალადევში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, ახლა ვიმყოფებით ნაძალადევში და განწყობა, რა თქმა უნდა, გამარჯვებისკენაა. ეს ხალხი ირჩევს ევროპას, ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით "არას" სიღატაკეს, იზოლაციას, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს და ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად ვიტყვით "კი ევროპას!", ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას და ჩვენს მოქალაქეებს, ამ საოცარ ხალხს ექნება ღირსეული ხელფასები, ღირსეული პენსიები, ღირსეული ჯანდაცვა, ევროპული განათლების სისტემა და ის პრობლემები, რა უმძიმესი პრობლემების წინაშეც დღეს დგანან ეს ადამიანები, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება სწორედ 26 ოქტომბრის ემდეგ", - განაცხადა 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ შეხვედრაზე.