დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი რუსეთთან „კონფლიქტს არ ეძებს“.
ამგვარად, მან უარყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ უკრაინის მიერ დასავლური შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენება რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეების დასარტყმელად ნიშნავს ომში ნატო-ს ქვეყნების „პირდაპირ მონაწილეობას“.
”უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება {რუსული აგრესიისგან}”, - თქვა სტარმერმა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს ამ უფლებას და სთავაზობს შესაძლებლობებს ამ კონტექსტში. ”მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს რუსეთთან - ეს სულაც არ არის ჩვენი განზრახვა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.
ამის შესახებ სტარმერმა განაცხადა ვაშინგტონში ვიზიტამდე, სადაც 13 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.
შეგახსენებთ, 11 სექტემბერს, ბრიტანულმა გამოცემა Guardian-მა დაწერა, რომ ლონდონმა კიევს მისცა უფლება რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენოს ბრიტანული რაკეტები Storm Shadow. გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად არ დაუდასტურებია.