უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარული მისიის მანქანებზე თავდასხმას გამოეხმაურა და რუსეთის ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდა
„ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაშავებულია ორი ადამიანი - ისინი იღებენ ყველა საჭირო დახმარებას, სამწუხაროდ, სამი ადამიანი დაიღუპა, სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს და ახლობლებს.
ამ ომში ყველაფერი სრულიად ნათელია: რუსეთს მოაქვს ბოროტება, უკრაინა იცავს სიცოცხლეს.
და თუ ვინმეს სურს "ორივე მხარის" მოსმენა, მაშინ რუსეთში ეს აღიქმება მხოლოდ როგორც მკვლელობის გაგრძელების ნებართვა.
მსოფლიომ მტკიცედ და პრინციპულად უნდა უპასუხოს.
შეუძლებელია გულგრილი დარჩეს - როგორც ქვეყნები, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.
მხოლოდ მსოფლიოს შეუძლია აიძულოს რუსეთი, შეაჩეროს ეს ტერორი და აიძულოს მოსკოვი ეძიოს მშვიდობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დონეცკის ოლქის ვეროლუბოვკის დილის საარტილერიო დაბომბვის შედეგად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სამი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ ორი დაშავდა.