26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი, სტუდენტებს ვპირდებით, რომ ექნებათ საშუალება, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რათა სტუდენტების უმრავლესობას არ მოუწიოს ღამით მუშაობა, რათა სწავლის ქირა გადაიხადონ", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სტუდენტობა.
"26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი და ჩვენ აღვადგენთ მოლაპარაკებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ აი ეს, ევროკავშირის პასპორტი, ქართული პასპორტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გარანტია იქნება, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდობის, რომლებიც დღეს უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.
ჩვენს სტუდენტებს არა აქვთ საშუალება იქირაონ ბინა, მაშინ როდესაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო აღმოეფხვრა კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში, დღეს ისინი დგანან პრობლემების წინაშე, ჩვენ გპირდებით, რომ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ და სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რათა სტუდენტების უმრავლესობას არ მოუწიოს ღამით მუშაობა იმისთვის, რომ სწავლის ქირა გადაიხადონ და ეს ყველაფერი, ცხადია აისახება მათ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე. შესაბამისად,ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პრობლემები და ჩვენს სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სტუდენტობა", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე.