დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინას ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების რუსეთის ობიექტებზე დარტყმებისთვის გამოყენების უფლება მისცეს. ამის შესახებ The Guardian ბრიტანულ მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც წყაროები ამბობენ, ბრიტანეთი ამ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, საჯაროდ არ გამოაცხადებს.
ერთ-ერთმა წყარომ The Guardian-თან აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების გარეშე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ერთობლივი ვიზიტი კიევში არ შედგებოდა.
„საკმაოდ სავარაუდოა, რომ უკრაინა შეძლებს Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გამოყენებას გარკვეული შეზღუდვებით, რათა თავიდან აიცილოს დაუფიქრებელი ან არასაჭირო თავდასხმები“, – წერს გამოცემა.
ცნობილია, რომ 13 სექტემბერს, თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრის დროს იგეგმება რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე დარტყმების საკითხის განხილვა.