დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო ტელედებატების დროს ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს უკრაინაში ომის დასრულებას და სურს თუ არა მას, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. ტრამპმა თქვა, რომ ომის დასრულება აშშ-ს ინტერესებში შედის.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მას შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება ვიდრე თანამდებობას დაიკავებს: „რას გავაკეთებ, ერთს დაველაპარაკები, მეორეს დაველაპარაკები, მათ ერთად შევკრებ“, - თქვა მან.
„მინდა, რომ ომი დასრულდეს. მინდა, გადავარჩინო ადამიანების სიცოცხლე. მილიონობით ადამიანი უსარგებლოდ იღუპება. ეს არის ბერვად უარესი, ვიდრე ის რიცხვები, რომელსაც თქვენ იღებთ, თქვენი რიცხვები ყალბია. ჩვენ დავხარჯეთ 250 მილიარდი დოლარი ან მეტი, რადგან ისინი არ სთხოვენ ევროპას, რომლისთვის ამ საქმის გაკეთება უფრო მეტი სარგებლის მომტანია, ვიდრე ჩვენთვის. მათ გამოყოფილი აქვთ 150 მილიარდ დოლარზე ნაკლები. ბაიდენს და თქვენ არ გაქვთ გამბედაობა სთხოვოთ ევროპას ისე, როგორც მე გავაკეთე ნატო-ს შემთხვევაში. შეხედეთ, რა ხდება, ჩვენ გამოყოფილი გვაქვს 250-270 მილიარდი დოლარი, მათ კი – 100-150 მილიარდი“, – განაცხადა ტრამპმა.
მის თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის.
„კარგად ვიცნობ ზელენსკის და კარგად ვიცნობ პუტინს. მე მაქვს კარგი ურთიერთობა და ისინი პატივს მცემენ. ისინი არ სცემენ პატივს ბაიდენს. როგორ უნდა სცენ მას პატივი? რატომ? რა მიზეზით? ამ ორი წლის განმავლობაში მას პუტინთან სატელეფონო ზარიც კი არ ჰქონია, არ უსაუბრია ვინმესთან, არც უცდია. ეს არის ომი, რომელიც უნდა მოგვარდეს. თუ გავიმარჯვებ, მე ამას მოვაგვარებ, ვიდრე პრეზიდენტი გავხდები. რას გავაკეთებ მე, როგორც არჩეული პრეზიდენტი – დაველაპარაკები ერთს და მეორეს, ერთად შევკრებ მათ. ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არც კი ვიცით, თუ არის. სად არის პრეზიდენტი? მათ ის გამოაგდეს კამპანიიდან ძაღლივით და ჩვენ არც კი ვიცით, არის ის პრეზიდენტი? ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელმაც არც კი იცის რომ ცოცხალია“, – განაცხადა ტრამპმა.