ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დეზინფორმაცია იყო, მათ შორის "უცხოური გავლენის" კანონით და იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ელჩის განცხადებით, საქართველოსთვის გაწეული უცხოური დახმარება დადებითია და არა უარყოფითი.
"თქვენ იცით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ბევრი დეზინფორმაცია იყო, მათ შორის "უცხოური გავლენის" კანონით და იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. მაგალითები, რაც მოვიყვანე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიემართება ჩვენი დახმარება ქართველებისთვის. ეს არის ქართველი შშმ პირების დახმარება, ახალგაზრდებისთვის ინგლისური ენის შესწავლაში დახმარება, ქართული კულტურის შენარჩუნებაში დახმარება. ეს არის ის, რასაც ჩვენი დახმარება აკეთებს. ასე რომ, ეს ნამდვილად დადებითია და არა – უარყოფითი“, – განაცხადა დანიგანმა.