რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს. ეს განცხადება ლავროვმა რუსეთ-სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ეს დასავლეთს პირველ რიგში კონკურენტების დასუსტების მიზნით სჭირდება. ამიტომ მოსკოვში „ზელენსკის ფორმულა“ სერიოზულად არასოდეს განიხილებოდა.
ამავდროულად, მისი თქმით, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებები იმის შესახებ, რომ დროა დაიწყოს მოლაპარაკებები, ასევე მედიაში მსგავსი მინიშნებები არ ითვალისწინებს კიევის პასუხისმგებლობას გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე.
„საუბარი არ აერის ტერიტორიებზე. ჩვენ არასდროს გვნდომებია სხვა ქვეყნის ტერიტორიები. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც რუსული სამყაროს, რუსული კულტურის, რუსული ენის, ისტორიის, რელიგიის განუყოფელი ნაწილი არიან, ადამიანურად იყვნენ მოპყრობილნი, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად“, - განაცხადა ლავროვმა.