13 სექტემბერს, საღამოს 19:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლის წინ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკისა და ღონისძიებების ორგანიზების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ონოფრიშვილმა განაცხადა.
"13 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ათონელის ქუჩის მიმდებარედ, კერძოდ, ორბელიანის სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებს და პარაოლიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს.
ჩვენ ვიმედოვნებთ და ვეპატიჟებით ყველას და იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც მოსულ საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღოს ფოტოები და ნახონ მათი კუმირები.
ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც, დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და ჩვენი ბენდის კონცერტი და ამით დასრულდება ეს ღონისძიება". - თქვა ონოფრიშვილმა.