უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულ მიხაილო ხარიშინი გაიწვია.
მინისტრმა განაცხადა, რომ კვირას შეხვედრა გამართა უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან.
„გავაჟღერე ძალიან მკაფიო კრიტერიუმები უკრაინის ელჩის მუშაობის ეფექტურობისთვის, ეს არის კონკრეტული შედეგები, გამბედაობა და აქტიურობა.
ომში მყოფი ქვეყნის ელჩები არ შეიძლება მოწყდნენ ომის რეალობას. ამასთან დაკავშირებით გადავწყვიტე გამეწვია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული“, - განაცხადა სიბიგამ.
სიბიგამ აღნიშნა, რომ მან განაცხადა საქართველოში დროებითი რწუმენულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ, ომში მყოფი ქვეყნის დიპლომატიის რეალობის სრულიად გაუცნობირების გამო.