უკრაინული მედიის ცნობით, 8 სექტემბრის ღამეს რუსებმა ქალაქ სუმზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, მათ ორი ბავშვია.
„ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, - აღნიშნულია სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, დაზიანებულია კერძო სახლები და ავტომობილები.