სალომე ზურაბიშვილი მატჩის საგულშემატკივროდ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სწორედ რესპუბლიკის მოედანზე დაელოდება.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე დააანონსა, რომ 13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში ოლიმპიელების და პარალიმპიელების დაჯილდოების სახალხო ღონისძიება გაიმართება, რომელზეც მოქალაქეებიც დაპატაიჟა:
“გამარჯვების მოლოდინი მაქვს ყოველთვის ყველგან. სტადიონზე არ ვიმყოფები, რავიცი ყველასთან არ იყო იქ ადგილი. ბევრი ხალხი გარეთ დარჩა. პრეზიდენტი ხალხთან არის. დაველოდები აქ ფეხბურთელებს, რესპუბლიკის მოედანზე. ასევე ვისარგებლებთ და გეტყვით, რომ 13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში სახალხო ღონსიძიება იქნება, დაველოდებით ყველა პარაოლიმპიელს და ოლიმპიელს დაჯიოლდოების ცერემონიისთის.
ვიღაც-ვიღაცები კი ცდილობენ, სპორტიც გახადონ სუბიექტი იმის, რომ ადამიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს არის დიდი დანაშაული, რადგან სპორტი არის სწორედ ერთობის არაჩვეულებრივი მომენტი. მე ვუსურვებ ამ ქვეყანას, ეს ერთობა მხოლოდ სპორტში არ გვქონდეს იმისთის, რომ გახდეს საქართველო ევროპული ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა პრეზიდენტმა.