უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმორ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკის მიმართულებით, სადაც რუსული არმია აგრძელებს წინსვლას, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკეთესი მდგომარეობა იყო, თუმცა პროგნოზების გაკეთება ნაადრევია და სიტუაციის დასტაბილურებას უნდა დაველოდოთ.
„ნებისმიერ შემთხვევაში იქ რთული მდგომარეობაა. მე ჯარისკაცების მადლობელი ვარ და [ჩემს] გამგზავრებამდე მდგომარეობა უკვე უკეთესი იყო დაახლოებით სამი-ოთხი დღე. ყველა ეს დეტალი სამჯერ განვიხილეთ [უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ოლექსანდრ] სირსკისთან, ამიტომ ახლა არ მინდა წინასწარ საუბარი.როცა იქ ყველაფერი დასტაბილურდება, ღმერთის ნებით, მაშინ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სულ რამდენიმე დღეში რუსულმა არმიამ მოახერხა ნოვოგროდოვსკის აღება - უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი დასაყრდენის, პოკროვსკის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში - და ახლა შეუძლია შემდგომი წინსვლა თავად რაიონულ ცენტრში.
მედიის თანახმად, პოკროვსკი დონეცკის რეგიონის მთავარი ლოჯისტიკური კვანძია და თუ რუსული არმია მას აიღებს, უკრაინის მიწოდების ხაზები გახანგრძლივდება და შეიცვლება.
ეს გაურთულებს უკრაინის არმიას რესურსების მიწოდებასა და მანევრირებას უგლედარსა და ჩასივ იართან რამდენიმე გამაგრებულ ზონას შორის.