ნიუ იორკის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტისთვის გამაჩენი 18 სექტემბერს უნდა გამოეტანათ საქმიანი დოკუმენტების გაყალბებისთვის, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პორნოვარსკვლავის გაჩუმების მცდელობის მიზნით.
განაჩენის გადადება მოხდა ტრამპ-ჰარისის დებატების წინ.
ტრამპი მიესალმა განაჩენის გამოცხადების გადადებას, მაგრამ თავის სოციალურ პლატფორმაზე Truth-მა მის წინააღმდეგ საქმეს "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა.
”ეს საქმე სამართლიანად უნდა დაიხუროს, ვიდრე ჩვენ ვემზადებით ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის,” - დაწერა მან.
ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე, პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ 2016 წელს გადახდილი თანხის, 130 000 დოლარის იურიდიულ ხარჯებში გაწერის გამო დამნაშავედ 30 მაისს ცნეს.
ახალი გადაწყვეტილებით, განაჩენი ცნობილი მხოლოდ 26 ნოემბერს გახდება.