უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკიმ მონაწილეობა უნდა მიიღოს ეკონომიკურ ფორუმში ქალაქ ჩერნობიოში, სადაც ისაუბრებს პანელურ დისკუსიაზე სახელწოდებით „რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“.
ასევე უკრაინის ლიდერის დღის წესრიგშია იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონთან შეხვედრა.
მანამდე ზელენსკი პირადად პირველად ჩავიდა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე.
მოკავშირეებთან სიტყვით გამოსვლისას მან მოუწოდა მოიხსნას შეზღუდვები შორ მანძილზე დარტყმებზე რუსეთის ტერიტორიაზე და დაჩქარდეს საჰაერო თავდაცვის მიწოდება.
ზელენსკიმ მოლაპარაკებები გამართა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც.