საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელი სენატორი ჯოზეფ ლიბერმანი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.
შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პირველმა პირმა ამერიკელ სენატორს ორდენი ვაშინგტონში, პირისპირ გამართული შეხვედრის დროს გადასცა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. საქართველოს პირველმა პირმა რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართა, მათ შორის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახლადარჩეულ თავმჯდომარე ჯონ ბონერსა და კონგრესმენებ დევიდ დრაიერსა და ბილ შუსტერთან.