საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 73 წლის კონსერვატორი პოლიტიკოსი მიშელ ბარნიე დანიშნა.
"პრეზიდენტმა ბარნიეს დაავალა, ჩამოაყალიბოს გამაერთიანებელი მთავრობა, რომელიც მოემსახურება საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა ელისეის სასახლს პრესსპიკერმა მედიისთვის ახალი ამბის გაცნობისას.
მიშელ ბარნიეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას წინ უძღვოდა "უპრეცენდენტო კონსულტაციები" სახელმწიფოს მეთაურსა და საფრანგეთის მთავარი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს შორის.
ბარნიე გახდა საფრანგეთის ყველაზე ხანდაზმული პრემიერ-მინისტრი თანამედროვე ისტორიაში, რომელმაც შეცვალა ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი.
მიშელ ბარნიე წარმოადგენს მემარჯვენე ცენტრისტულ "რესპუბლიკელების" პარტიას. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მას ეკავა მაღალი თანამდებობები, როგორც საფრანგეთში ასევე ევროკავშირის ინსტიტუტებში. 2016 წლიდან 2019 წლამდე ის ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე.
2021 წელს ბარნიერ სურდა, გამხდარიყო "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა წააგო შიდაპარტიული კენჭისყრის პირველ ტურში.
გაბრიელ ატალმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ივლისში მას შემდეგ, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პრეზიდენტ მაკრონის ცენტრისტული ბლოკი მეორე ადგილზე გავიდა და დაკარგა უმრავლესობა ეროვნულ ასამბლეაში.