უკრაინული მედიის ცნობით, გასულ რამეს რუსი ოკუპანტები უკრაიონას რაკეტებითა და „შაჰედებით“ უტევდნენ. უკრაინის საჰაერო ძალებმა მტრის 27 დრონი გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, კიროვოგრადის, ვინიცას, დნიპროპეტროვსკის, მიკოლაევის, ხერსონის, პოლტავის, ჩერნიჰივის, ხარკოვის, ლვოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და სუმის რეგიონებში.
დნიპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის თავდასხმის შედეად დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა 11 საცხოვრებელი კორპუსი, ავტომანქანები, ელექტროსადენები და გაზსადენები. ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი იუწყება.
ლვოვთან დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 4 სატვირთო მანქანა დაიწვა. აფეთქებები ისმოდა ხარკოვშიც.