თუ ჩემი ნათქვამი ვინმემ არასწორად აღიქვა, ბოდიშს ვიხდი - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბაქრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„თუ ჩემი ნათქვამი არასწორად აღითქვა ვინმემ ან ისე გაიგო, როგორც არ მიგულისხმია - ბოდიშს ვიხდი.
არასწორი სიტყვა გამოვიყენე და როგორც ჩანს, უკეთ უნდა ამეხსნა კონტექსტი“, - წერს ლაშა ბაქრაძე.
3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძემ თქვა: „ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.