გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დაადასტურა, რომ ბერლინმა უკრაინისთვის დამატებით 17 ერთეული IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა შეუკვეთა.
გერმანიის საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას შოლცმა თქვა, რომ ბუნდესვერის მიერ ექვსი IRIS-T-ის ტიპის სისტემის შესყიდვა გადამწყვეტ როლს შეასრულებს საჰაერო თავდაცვის ინიციატივის გაძლიერებაში, რომელშიც 21 ქვეყანაა ჩართული.
შოლცის თქმით, გერმანია 6 ერთეულ IRIS-T-ის სისტემას საკუთარი თავდაცვის ძალებისთვისაც შეიძენს.
შოლცის თქმით, IRIS-T-ის სისტემები უკრაინის თავდაცვის ძალებს 250-ზე მეტი რაკეტის და სხვადასხვა ტიპის დრონების მოგიერიებაში უკვე დაეხმარა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
"ეს აჩვენებს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ იკლებს". - დასძინა გერმანიის კანცლერმა.