გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია არ შეასუსტებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას. იუწყება Reuters.
„გერმანიის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შეჩერდება. ჩვენ გამოვყავით თანხები, გავაფორმეთ [თავდაცვითი] ხელშეკრულებები და წინასწარ უზრუნველვყავით დაფინანსება, რათა უკრაინას მომავალშიც ჰქონდეს ჩვენი იმედი,- თქვა შოლცმა.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა გერმანიამ მიიღო თავისი პირველი IRIS-T SLM-ის კომპლექსი, რამდენიმე ასეთი სისტემა გაგზავნა უკრაინაში. ძირითადად ეს სისტემები გამოიყენება რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან კიევის დასაცავად.
„უკრაინაში IRIS-T-მ ჩამოაგდო 250-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი რაკეტა და გადაარჩინა უთვალავი სიცოცხლე, შთამბეჭდავი 95% ან უკეთესი მაჩვენებლით გაანადგურა სამიზნეები“, - თქვა შოლცმა.
Reuters-ის ცნობით, გერმანია კვლავ მომხრეა უკრაინისთვის 12 IRIS-T SLM-ის სისტემის მიწოდების გეგმის. ოთხი კომპლექსი უკვე მიწოდებულია, კიდევ ორი წლის ბოლომდეა მოსალოდნელი, ხოლო დანარჩენი ექვსი - მოგვიანებით.
შოლცმა ასევე თქვა, რომ გერმანია უკრაინისთვის ცხრა მოკლე დისტანციის IRIS-T SLS-ის სისტემის მიწოდებას გეგმავს.