არ არის საჭირო ჩვენ "წითელ ხაზებზე" ხუმრობა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინისთვის ამერიკის მიერ 900 კმ-ის მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შესახებ გავრცელებული ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
დასავლური პრესა აქტიურად წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინას 900 კმ-მდე მოქმედების JASSM-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე, რომლებსაც F-16-ის ტიპის გამანადგურებლები იყენებენ.
„მათ უნდა გაიგონ ჩვენი „წითელი ხაზების“ შესახებ. არ არის საჭირო ჩვენ "წითელ ხაზებზე" ხუმრობა. და მათ მშვენივრად იციან სად გადიან“, - განაცხადა ლავროვმა.
მედია აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, რუსეთს საჯაროდ არ მოუნიშნია „წითელი ხაზები“, რომელთა გადაკვეთა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს გამოიწვევდა დასავლეთის ქვეყნებთან. ბევრი რამ, რაც სხვადასხვა დროს დასავლეთში „რუსეთის წითელ ხაზად“ მიიჩნეოდა, უკრაინის ომის დროს გადაიკვეთა, ნატოს-თან ბირთვული ომი კი არ დაწყებულა. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო უკრაინის არმიის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის ოლქში.
ლავროვი ასევე ამბობს, რომ დასავლელი ლიდერები თავად იზღუდავენ თავს უკრაინის მხარდაჭერით.
”ამერიკელებმა გადალახეს ბარიერი, რომელიც მათ თავად დასახეს. იძულებულები არიან, ზელენსკი, რა თქმა უნდა, ამას ხედავს და სარგებლობს“, - დასძინა ლავროვმა.