უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა.
სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დმიტრო კულებას განცხადება გადადგომის შესახებ.
მისი ცნობით, განცხადებას პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ცოტა ხნით ადრე, თანამდებობა უკრაინის მთავრობის რამდენიმე წევრმა, კერძოდ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, გარემოს დაცვის მინისტრმა რუსლან სტრილეტსმა, ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ და ვიცე-პრემიერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა.