უკრაინული მედიის ცნობით, ვოვში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ცენტრალური სადგურის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, ექვსი ადამიანი დაშავდა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ორი სკოლა დაზიანდა და სახლების მინები ჩაიმტვრა.
ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის თქმით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მივიდა.
ლვოვის მერის ანდრეი სადოვის თქმით, დაშავებულთა შორის 10 წლის ბავშვია.