ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში 6 მძევლის ცხედარი აღმოაჩინა. განაცხადა თავდაცვის ძალების სპიკერმა.
გავრცელებულლი ინფორმაციით, დაღუპულთა ვინაობა დადენილია, 4 მამაკაცია, ორი კი ქალი.
ჰერშ გოლდბერგ-პაულინი - 23 წლის
ალექსანდრე ლობანოვი - 32 წლის
ალმოგ სარუსი - 27 წლის
ორი დანინო - 25 წლის
კარმელ გატი - 40 წლის
ევგენი იერუშალმი - 24 წლის.
ყველა გარდაცვლილი მძევლად აიყვანეს 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორის საზღვრის სიახლოვეს, ნოვას მუსიკალურ ფესტივალზე თავდასხმისას.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის განცხადებით, ექვსივე მძევალი სასტიკად არის მოკლული „ჰამასის“ მებრძოლების მიერ, ცხედრების აღმოჩენამდე ცოტა ხნით ადრე.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ შეძრულია შემაძრწუნებელი ამბის გამო. მან პირობა დადო, რომ "ჰამასის" ლიდერები აუცილებლად აგებენ პასუხს მომხდარის გამო. მისივე თქმით, აშშ ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მიაღწიოს მძევლების გათავისუფლებას.