კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა - განაცხადა ენათმეცნიერმა მარინა ბერიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ის მოწვეული ექსპერტის სახით გამოდის.
"უცხოური და უცხო ძალა, გავლენა, ინტერესი, გამტარებელი, უცხოური ინტერესები, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია შესწავლილი იქნა ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით და შერჩეულ ტერმინთა და შესიტყვებათა კვლევა ადასტურებს, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.
დადებითი ან ნეიტრალური კონოტაციით ამ სიტყვების გამოყენება მხოლოდ დამატებითი მოდიფიკატორით, სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კონტექსტით არის შესაძლებელი." - განაცხადა მარინა ბერიძემ.
დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონზე" სარჩელებთან დაკავშირებით სხდომა განახლდა.