საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ვიზიტის დეტალები უკვე ცნობილია.
ვიზიტის პროგრამა მთავრობის პრესსამსახურმა დღეს გამოაქვეყნა.
ოფიციალური ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიბერალ დემოკრატების წარმომადგენელს ედუარდ დეივის (Edward Davey), ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ჰაგს (William Hague) და ევროპის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს მარკ ფრანსუას (Mark Francois) შეხვდება.
ამასთან, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი თავდაცვის მინისტრის ლიამ ფოქსის (Liam Fox), დიდი ბრიიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმთა კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ გეიპის (Mike Gapes), ევროპის საკითხებში მინისტრის კრის ბრიანტის (Chris Bryant) და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პრეზიდენტის თომას მიროუს (Thomas Mirow) შეხვედრები.
აგრეთვე, დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ლონდონში გახსნის ბიზნეს ფორუმს "Invest in Georgia".
29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციზე " Georgia Investment " ნიკა გილაური სიტყვით გამოვა.
შეგახსენებთ, რომ გილაური ლონდონში დღეს, გამთენიისას, საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად გაემგზავრა.