საქართველოს ბანკისთვის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით ინიციატივებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმროების სექტორისთვის 6 სექტემბერს, ბათუმში, Amadeus-ის მასტერკლასი „ციფრული შესაძლებლობები სასტუმროს ბიზნესებისთვის“ გაიმართება.
Amadeus-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საქმიანობა ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისა და სასტუმროებისთვის ტურისტული ტექნოლოგიების და გადახდის გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.
მასტერკლასს გაუძღვება Joy Gosh-ი, რომელიც Amadeus hospitality-ის კომერციული დირექტორია ინდოეთის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და თურქეთის ბაზრებისთვის. შეხვედრაზე ის ფასწარმოქმნის და ციფრული ტექნოლოგიების როლზე, მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრებს.
სემინარზე, ასევე, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი, დამსწრე აუდიტორიას ბიზნეს მენეჯერის პლატფორმას და მის შესაძლებლობებს გააცნობს.
„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ცდილობს, გვერდით დაუდგეს ბიზნესს და მისცეს მათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. ჩვენთვის განსაკუთრებით პრირიტეტულია რეგიონების განვითარება და სტუმარმასპინძლობის სექტორის გაძლიერება. სწორედ ამიტომ, არაერთ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, რათა ჩვენი პარტნიორი ბიზნესები წავახალისოთ და დარგის თანამედროვე ტენდენციები გავაცნოთ. მიგვაჩნია, რომ „Amadeus”-ის მასტერკლასი სასარგებლო იქნება სასტუმროების სექტორის წარმომადგენელებისთვის, რადგან დამსწრე აუდიტორიას შესაძებლობა ექნება, მიიღონ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიზნესის მართვისთვის, გაეცნონ მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებს და ამასთანავე, მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის პლატფორმის გამოყენება ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში
ინფორმაციისთვის, მასტერკლასი განკუთვნილია ბიზნესებისთვის, რომლებსაც აქვთ 40 ან მეტი სასტუმროს ნომერი.
ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ამ ბმულზე. გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.