"ოცნებამ" საჯარო სექტორი პარტიული დასაქმების სივრცედ გადააქცია, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ბუაძის განცხადებით, მმართველი პარტია ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს, რაც არჩევნებზე ხმების რაოდენობაზე აისახება.
"კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ეხმაურება საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების საკითხს, რომელიც, რასაკვირველია, დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდთან და იმის გამო, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება ძალიან დიდი ტემპით კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ საჯარო სექტორი გადააქციოს პარტიული დასაქმების სივრცედ, რომლის საშუალებითაც შემდეგ ის შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას. სწორედ ამას უკავშირდება ის რეკორდული მაჩვენებლები, რომელიც შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს გულისხმობს.
261 მლნ შეადგინა ამ ხარჯებმა მხოლოდ 2024 წელს 6 თვეში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 მლნ ლარით აღემატება მაშინ, როცა 2015 წელს შტატგარეშეების ანაზღაურებაზე იხარჯებოდა 150 მლნ ლარი. დღეს, ფაქტობრივად, საქართველოში ყოველი მეოთხე დასაქმებული ადამიანი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი, ფაქტობრივად, არის განადგურებული და უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ გვინახავს პარტიული დასაქმების ინსტურმენტები და ამის საუკეთესო მაგალითია 126 ადამიანი, რომელიც თიანეთის სასაფლაოზ მომვლელად დაასაქმეს და 54 ადამიანი, რომელიც მესტიის აუზების გამწმენდის პოზიციაზე მუშაობს. ეს, რასაკვირველია, არის პარტიული დასაქმებისთვის, იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოაწყოს საკუთარი კოორდინატორები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და რასაკვრიველია, ეს ყველაფერი კეთდება საჯარო მოხელეების ღირსების და კეთილდღეობის ხარჯზე. დღეს საჯარო მოხელეებს, ფაქტობრივად, უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ მუშაობა და ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება.
ჩვენ ამ საჯარო მოხელეებს გვინდა ვუთხრათ, რომ მათ ინტერესებს ჩვენი კოალიცია ოპოზიციაშც და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცილებით უფრო მეტად დავიცავთ და რაც მთავარია, ჩვენ შევქმნით სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიმართოის. ჩვენ გვჭირდება მაღალნაზრაურებადი სამუშაო ადგილები კერძო სექტორში. ჩვენ ამას გავაკეთებთ ანაკლიის პორტის მშენებლობის ხარჯზე, ამას გავაკეთებთ ქუთაისში ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის ხარჯზე, საფონდო ბირჟის შექმნის ხარჯზე და შევქმნით მაღალანაზრაურებად სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში და არა სახელმწიფო სექტორში მხოლოდ საკუტარი პარტიული აქტივისთვის შექმნილი სამუშაო ადგილების ფორმით. და რაც მტავარია, ჩვენ ამოვავსებთ იმ 200 ათასი სამუშაო ადგილის ვაკუუმს, რომელიც „ქართულმა ოსნებამ“ შექმნა და ამას გავაკეთებთ სწორედ იმ დასაქმების გზებით, რომელზეც ვისაუბრე. მათ შორის, ბიუროკრატიული და შტატგარეშეებზე გაწეული ხარჯები არის ის თანხა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკლებს პენსიებს და აკლებს იმ უამრავ სოციაულურ ხარჯს,რ ომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ პარტიული დასაქმებისთვის წერტილის დასმის გზით, ამავდროულად, ხელს შევუწყობთ პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას. ეს შესაძლებელია, ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაციის გზით, ეს შესაძლებელია იმ შტატგარეშე პოზიციების შემცირების გზით, რომელსაც ხელისუფლება იყენებს არა საჯარო სამსახურის გაძლიერებისთვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ პარტიული დასაქმებისთვის და კოორდინატორებისთვის ხელფასის გადახდისთვის, - განაცხადა საბა ბუაძემ.