რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული თავდასხმების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მზად არის გააძლიეროს კიევის მხარდაჭერა.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„მოკავშირეებმა დღეს დაადასტურეს, რომ ისინი გაზრდიან უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდება, რომელიც საჭიროა რუსეთის შეჭრისგან თავის დასაცავად.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამავდროულად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის სამხედრო მიწოდების გაზრდა ქვეყნის თავდაცვის უზრუნველსაყოფის მთავარი პირობაა.