ერთიანობა სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ ძალა ერთობაშია. ერთად ჩვენ შეგვიძლია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს, ეს უფსკრული ჩვენთვის რუსული ჭაობი, იზოლაცია და სიღატაკეა", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
შეკითხვაზე რა მოხდება და რა პროცესები დაიწყება, თუკი ოპოზიციური პარტიების გაუქმება "ქართულმა ოცნებამ" მაინც მოინდომა? "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ არაფერიც არ მოხდება და არაფერი დაიწყება.
მისი თქმით, თუ "ქართულ ოცნებას" ერთიანობით აღვუდგებით მმართველი პარტიას ვერც გაიმარჯვებს და ვერც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებს.
"ერთიანობა სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ ძალა ერთობაშია. ერთად ჩვენ შეგვიძლია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს, რასაც ისინი აპირებენ. ეს უფსკრული ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის, შვილებისთვის არის რუსული ჭაობი, იზოლაცია და სიღატაკე. ამის უფლება არ უნდა მივცეთ, თორემ პარტიას გააუქმებენ თუ არა - საბუთები და დოკუმენტები სულ არ მაინტერესებს. პარტიები და იდეები ყოველთვის რჩებიან, მთავარია მოვინდომოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ წაშალოს ქვეყანა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.