უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აგრძელებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას და უკვე შექმნა თავისი პირველი ბალისტიკური რაკეტა. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობდი, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ იყო პირველი უკრაინული ბალისტიკური რაკეტის გამოცდა, ვულოცავ ამას სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რაკეტის შესახებ მეტის თქმა არ შეუძლია, მაგრამ გადაწყვიტა ამ ინფორმაციის გაჟღერება, რათა საზოგადოებამ დააფასოს ხალხი, რომელიც 24/7 თავდაცვით საწარმოებში მუშაობს.