დნიპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ კრივი რიჰში, სასტუმროზე რუსული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავდა ორი კი დაკარგულად არის მიჩნეული. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი იუწყება.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
დაკარგულები სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშ არიამ მოყოლილი.
ამასთან დარტყმის შედეგადფ დაზიანდა 6 მაღაზია, 5 მრავალსართულიანი სახლი და რვა ავტომობილი.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაზე მეორე დღეა მასირებეულ შეტევას ახორციელებს.