უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთავარსარდალ ოლექსანდრ სირსკისთან უკრაინაზე რუსეთის მასირებული თავდასხმის პასუხი განიხილა.
„დღევანდელი დღე დავიწყე გრძელი საუბრით მთავარსარდალ სირსკისთან: ჩვენ ვემზადებით როგორც ამ სარაკეტო დარტყმის მოსაგერიებლად - დეტალურად, ასევე რუსეთის მიმართ ჩვენი პასუხისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საუბარია F-16 გამანადგურებლების გამოყენებაზე და კურსკის ოლქში ოპერაციაზე.
„ჩვენ ვაგრძელებთ ქმედებებს გარკვეულ სფეროებში ზუსტად ისე, როგორც უკრაინას სჭირდება.
ამ დღეებში მეტი კონტროლი გვაქვს, ხდება {ტყვეთა} გაცვლითი ფონდის კიდევ მორიგი შევსება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ორშაბათს, 26 აგვისტოს, რუსეთმა უკრაინაში 236 საჰაერო რაკეტა გაუშვა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის საჰაერო თავდასხმის შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 47 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.