26 აგვისტოს რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი.
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, 26 აგვისტოს თავდასხმა ყველაზე მასირებული რუსული საჰაერო იერიშია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსეთის მასირებული შეტევის შემდეგ ყველა ლოკაციაზე სამუშაოები დასრულებულია. მაშველებმა ასევე ჩააქრეს 22 ხანძრის კერა.
“მტერმა იერიშისას გამოიყენა 3 აერობალისტიკური X-47M2 ტიპის რაკეტა; 6 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტა; 77 ერთეული X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა; 28 კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა; 3 ფრთოსანი რაკეტა X-22; 10 მართვადი საავიაციო რაკეტა X-59/X-69; 109 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი;
იერიშის მოსაგერიებლად გამოყენებული იქნა ავიაცია, საზენიტო ჯარები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ჯგუფები, რადიოელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები. სულ განადგურებულია 201 საჰაერო ობიექტი, აქედან 102 რაკეტა და 99 დრონი". – წერს საჰაერო ძალების მეთაური მიკოლა ოლეშუკი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 1 აერობალისტიკური რაკეტა X-47M2; 1 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი; 1 ფრთოსანი რაკეტა X-22; 99 ფრთოსანი რაკეტა X-101; 99 უპილოტო საფრენი აპარატი შაჰედი.