გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც ორშაბათს, 26 აგვისტოს, ზოლინგენში ფესტივალზე მონაწილეებზე თავდასხმის ადგილზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ აუცილებელია არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოხდეს მათი რეპატრიაცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს გერმანიაში დარჩენის უფლება“, - ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ქალაქ ზოლინგენის დაარსებიდან 650 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის სტუმრებზე დანით თავდასხმას მან ტერორისტული აქტი უწოდა. ”ეს იყო ტერორიზმი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ”, - თქვა შოლცმა.
23 აგვისტოს თავდასხმას, რომელშიც 26 წლის სირიელია ეჭვმიტანილი, დაიღუპა სამი ადამიანი. დაშავდა კიდევ რვა სტუმარი. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიიდან ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა ყოფილიყო დეპორტირებული. ის დააკავეს მკვლელობისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით. როგორც გაზეთი Die Welt-ი იუწყება, დუბლინის შეთანხმების თანახმად, მამაკაცი უნდა გაეძევებინათ ბულგარეთში, ქვეყანაში, სადაც მან პირველად გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი. სწორედ იქ უნდა განეხილათ მისი თხოვნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ. თუმცა სირიელი გერმანიის ხელისუფლებას დაემალა.
შოლცის თქმით, საჭიროა თანმიმდევრული სამართლებრივი ქმედება, გმათ შორის გერმანიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებთა დეპორტაცია დუბლინის შეთანხმების შესაბამისად.
მისი ქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც „გულდასხმით შეისწავლის ამ საკითხს“.