26 აგვისტოს, გამთენიისას, რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, გამოიყენეს 100-ზე მეტი რაკეტა და 100-მდე “შაჰედის” ტიპის თავდასხმის დრონი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა - ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით ასი „შაჰედი“. და როგორც რუსეთის წინა დარტყმების უმეტესობა, ეს არის ისეთივე მზაკვრული და მიმართულია კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
ჩვენი რეგიონების უმეტესობაში, ხარკოვიდან და კიევიდან ოდესამდე და დასავლეთის რეგიონებში. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები. ვუსამძიმრებ ყველას ახლობლებსა და მეგობრებს. ათობით დაჭრილია - ყველა საჭირო დახმარებას იღებს“.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ენერგეტიკის სექტორში დიდი ზიანია. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღდგენითი სამუშაოები ყველგან უკვე მიმდინარეობს - სარემონტო ჯგუფები მთელი 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ და მოსახლეობას ელექტროენერგიას აღუდგენენ.
”პუტინი თავის თავს არ ღალატობს: ის ავადმყოფი არსებაა - დიდი ხანია ყველასთვის ნათელია.
მაგრამ ისიც ცხადია: მას შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ის, რის უფლებასაც სამყარო აძლევს.
სისუსტე და არასაკმარისი გადაწყვეტილებები საპასუხოდ აძლიერებს ტერორიზმს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან დასძინა, რომ „ყველა ლიდერმა, ყველა პარტნიორმა იცის რა მტკიცე გადაწყვეტილებებია საჭირო“ ომის დასასრულებლად და სამართლიანად გასაკეთებლად.
„უკრაინაში არ შეიძლება მოქმედების შეზღუდვა, როცა ტერორისტებს ასეთი შეზღუდვები არ აქვთ.
არ შეიძლებაა იარაღზე შეზღუდვა ჰქონდეთ სიცოცხლის დამცველებს, როცა რუსეთი იყენებს ყველა სახის იარაღს, „შაჰედებს“ და ბალისტიკას ჩრდილოეთ კორეიდან.
ამერიკას, ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა პარტნიორებს აქვთ ძალა, დაგვეხმარონ ტერორის შეჩერებაში. ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.