კრამატორსკში, სასტუმროზე რუსული ძალების დარტყმის შედეგად დაიღუპა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტი იყო.
ამის შესახებ კრამატორსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ ჰონჩარენკომ განაცხადა. „მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი ნანგრევების ქვეშ იპოვეს“, - თქვა მან.
მანამდე გონჩარენკო წერდა, რომ კრამატორსკზე თავდასხმის შედეგად 6 დაშავდა, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
დონეცკის რეგიონულმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპული ბრიტანეთის მოქალაქის ცხედარი კრამატორსკში დანგრეული სასტუმროს შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
პროკურატურაში განაცხადეს, რომ დაშავდა ექვსი ადამიანი, მათგან 4 ჟურნალისტი.
რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის კრამატორსკზე ღამით სარაკეტო შეტევა განახორციელეს. სარაკეტო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ყველა დაშავებული Reuters-ის ჟურნალისტია - უკრაინის, აშშ-ის, ლატვიისა და გერმანიის მოქალაქეები.