უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა არ არის მზად დათმოს ტერიტორიები, ხალხი და ღირებულებები მშვიდობისთვის. ამის შესახებ მან ინდურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მესამე ასპექტი არის მშვიდობის გზა. ჩვენ ასევე ვისაურეთ ამის შესახებ ბატონ პრემიერ-მინისტრთან {ინდოეთის}. რა თქმა უნდა, ის ლაპარაკობდა მშვიდობაზე და ჩვენ მოხარულები ვიქნებით განვიხილოთ მისი იდეები, მოხარულები ვიქნებით, ვისაუბროთ ამის შესახებ.
მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად ჩვენი ტერიტორიები გამოვიყენოთ, როგორც შეთავაზებული წინადადების ერთ-ერთი ვარიანტი.
ჩვენ არ ვცვლით ადამიანებს და ტერიტორიებს, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს თავისუფლებას და დემოკრატიას წინადადებებზე.
ჩვენ მზად არ ვართ ასეთი მსხვერპლისთვის. სხვა ასპექტები – შეიძლება ვილაპარაკოთ, რაღაც ვარიანტები ვეძებოთ...“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს მშვიდობა არ სურს.
მისივე თქმით, დღეს ყველაფერი, რაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან ისმის უკრაინის ომის მოგვარების შესახებ, არის „პოლიტიკური განცხადებები, ეს არ არის გზა და არ არის კონკრეტიკა“.
„როდესაც თქვენ ამბობთ „დიპლომატია“, მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ მინდა დავინახო კონკრეტული ნაბიჯები და რომ ეს არ იყოს ჩვენი სახელმწიფოს 30%-ის ხარჯზე და ჩვენი მოსახლეობის ხარჯზე. თუ არის ასეთი გეგმა, ჩვენ ყველანი მომხრენი ვართ“, - დასძინა ზელენსკიმ.