უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდური მედიასთან კურსკის ოპერაციაზე საუბრისას განაცხადა, რომ იქ არ არსებობდა ძლიერი რუსული საჰაერო თავდაცვა, განსხვავებით ვლადიმირ პუტინის სახლის მიმდებარე ტერიტორიისგან.
"რაც შეეხება ჩვენს კურსკის ოპერაციას. ჩვენ არ შევჭრილვართ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე 10 წლის წინ, დაიკავა და დახოცა ხალხი.
რუსეთმა მოამზადა შემოჭრა ხარკოვის ოლქში და სურდა 1,5 მილიონიანი ქალაქის ოკუპაცია... რუსეთს სურს ამ ქალაქის ოკუპაცია. ჩვენ შევაჩერეთ. ეს იყო ოპერაციის ნაწილი.
ჩვენ ჩავუშალეთ მათ ეს შეტევითი ოპერაცია და შემდეგი ნაბიჯი იყო და მათ უკვე მოამზადეს ყველაფერი ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთით, სწორედ ქალაქ სუმის, კურსკის ოლქის მხრიდან.
განსხვავება ისაა, რომ ჩვენ ეს პრევენციულად გავაკეთეთ, რომ არ დაეკავებინათ ჩვენი ქალაქი.
და რადგან პუტინი ჩვენს ოკუპაციას ახდენს და არ ფიქრობს თავის ტერიტორიებზე და ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ზუსტად ასეა, იმიტომ, რომ ვიცით რუსეთში საჰაერო თავდაცვის დღეები, ჩვენ ახლა დარტყმებს ვახორციელებთ მათ ენერგეტიკაზე. მას შემდეგ, რაც ისინი ახორციელებენ დარტყმებს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე, ჩვენ ვარტყამთ მათ, მათ სამხედრო აეროპორტებს. ჩვენ ვიცით, სად აქვთ საჰაერო თავდაცვა და სად არა.
რომ იცოდეთ, არსებობს საჰაერო თავდაცვა პუტინის აგარაკის გარშემო, არის საჰაერო თავდაცვა მოსკოვის გარშემო, არის საჰაერო თავდაცვა პეტერბურგში, მაგრამ საჰაერო თავდაცვა კურსკის ოლქის ჩვეულებრივ ქალაქებში და ა.შ., სადაც ჩვენ სწრაფად შევედით, იქ ეს არ იყო.
დიახ, მათ იქ ჰყავთ სამხედროები, იქ ჰყავთ ჯარი, მაგრამ არ აქვთ ისეთი ძლიერი საჰაერო თავდაცვა, როგორც „ამხანაგი პუტინის“ სახლის გარშემო. მაშასადამე, სრულიად გასაგებია, რომ მას არ შეუძლია ამის შეკავება და უკვე უნდა იგრძნოს ეს ომი და იგრძნობს ამას. სხვა შანსი არ გვაქვს, რადგან თქვენ მას ვერ აჩერებთ... მსოფლიოს დიპლომატებს არ სურთ მისი იზოლირება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ოპერაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არის გზავნილი: თუ პუტინისთვის ამის გაკეთება შესაძლებელია, შესაძლებელია სხვებისთვისაც.