რუსეთს სურს წააგოს ომი უკრაინასთან, მაგრამ რუს დიქტატორ ვლადიმირ პუტინს - არა.
ეს მოსაზრება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა გამოთქვა. „პუტინი მხოლოდ იომებს. რატომ? იმიტომ, რომ ომი მისი იურიდიული ან არაიურიდიული, ძალისმიერი დაცვაა“, - განმარტა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე დაიწყება პუტინის მიმართ შიდა და გარე კითხვები.
”ისინი დასვამენ მას ან განსასჯელის, ან სხვა სკამზე. თუმცა ამას უკვე ადგილობრივი მოსახლეობა გადაწყვეტს”, - თქვა პოდოლიაკმა.
პოლიტიკოსი ასევე დარწმუნებულია, რომ რუს ხალხს სურს წაგება, რადგან ეს არის პუტინის რეჟიმის დამხობის ერთადერთი ისტორიული შანსი, რომელიც საბოლოოდ ძალიან მოკლე დროში „გადატვირთავს“ რუსეთის ფედერაციას.