გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის, საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე.
გიორგი კობერიძე პირველ არხზე ბოლო რვა წლის განმავლობაში მუშაობდა.
გიორგი ორი წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გიორგის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, ქართულ მედიას.