უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადა იტყობინება, რომ ხარკოვის ოლქში ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდა და 2 კვადრატული კილომეტრით წინ წაიწია.
„ხარკოვის ოლქში მესამე მოერიშე წინ მიიწევს, ტერიტორიებს ვიბრუნებთ!
კონტრშეტევითი მოქმედებების შედეგად ბრიგადამ კონტროლი დაამყარა ოკუპანტების ბატალიონის თავდაცვის არეალზე, მტრის ოცეულსა და ასეულის საყრდენ პუნქტებზე და ფრონტზე თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით დაწინაურდა“, - ნათქვამია ბრიგადის განცხადებაში.
მათი ცნობით, ბრძოლის ველზე ძალთა თანაფარდობა 2,5:1 რუსეთის არმიის სასარგებლოდ..
ბრიგადაში აცხადებენ, რომ ოთხ დღეში მტერმა დაკარგა სამასი ადამიანი, განადგურდა ან დაზიანდა მნიშვნელოვანი რაოდენობით ტექნიკა და იარაღი.