მაშველებმა ბრიტანელი მილიარდერის მაიკ ლინჩისა და მისი ქალიშვილის ჰანას ცხედარი იტალიის სანაპიროსთან ჩაძირულ იახტაში აღმოაჩინეს.
ამის შესახებ გამოცემა The Telegraph-ი სიცილიის სამოქალაქო თავდაცვის ხელმძღვანელ სალვო კოჩინაზე დაყრდნობით იტყობინება.
„ჩემი და ჩემი კოლეგების სახელით მსურს ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს და მივუსამძიმრო მათ ამ რთულ დროს“, - განაცხადა მან.
გამოცემა განმარტავს, რომ ოთხშაბათს ნაშუადღევს ჟურნალისტებმა შენიშნეს მყვინთავები, რომლებსაც დაღუპულთა ცხედრებით პორტიჩელოს პორტში გადაჰქონდათ, სადაც მათ სასწრაფო დახმარების სამსახურები ელოდნენ.
56-მეტრიანი სუპერიახტა Bayesian 19 აგვისტოს ძლიერი შტორმის გამო ჩაიძირა. გემზე ეკიპაჟის 10 წევრი და 12 მგზავრი იმყოფებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაკარგულად იყო მიჩნეული.
15-მა ადამიანმა გადარჩენა შეძლო, მათ შორის იახტის მფლობელმა, ასევე მაიკ ლინჩის ცოლმა და ქალიშვილმა. იახტაზე შეკრებილები ლინჩისსისხლის სამართლის საქმისგან ლინჩის გათავისუფლებას აღნიშნავდნენ.
21 აგვისტოს იტალიის სახანძრო სამსახურმა განაცხადა, რომ იახტის შემოწმება ხანგრძლივი და რთული იყო. გემი გვერდულად დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული და მისი ინტერიერი სავსეა ავეჯითა და ნამსხვრევებით.