ალენ დელონის ოჯახo ფრანგული და მსოფლიო კინოს ვარსკვლავის ანდერძის მიუხედავად, მის საყვარელ ძაღლს ევთანაზიას არ გაუკეთებს.
ალენ დელონს, რომელიც გასულ კვირას 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, სურდა სიკვდილის შემდეგაც არ დაშორებოდა თავის ბელგიურ ნაგაზს - ლუბოს, მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველების პროტესტის ფონზე, მსახიობის ქალიშვილმა ანუშკამ განაცხადა, რომ 10 წლის ნაგაზი იცოცხლებს და მსახიობის ოჯახში გააგრძელებს ცხოვრებას.
ფრანგული საქველმოქმედო ორგანიზაცია ბრიჯიტ ბარდოს ფონდი , რომელიც იცავს ცხოველთა უფლებებს, სოციალურ ქსელ X-ში იტყობინება, რომ დელონის ქალიშვილმა დაადასტურა, რომ არავინ აპირებს ლუბოს ევთანაზიას, ძაღლს აქვს სახლი და ოჯახი.
ალენ დელონმა ჟურნალ Paris Match-ს ჯერ კიდევ 2018 წელს განუცხადა, რომ სურს დაიკრძალოს ძაღლთან ერთად, რომელიც "ბავშვივით უყვარდა".
„ცხოვრებაში 50 ძაღლი მყავდა, მაგრამ ამ ძაღლთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ის განიცდის, როცა მის გვერდით არ ვარ. თუ მასზე ადრე მოვკვდები, ვეტერინარს ვთხოვ, რომ ერთად წავიდეთ. მას გაუკეთებენ ინექციას, რომ ჩემს ხელებში მოკვდეს. სჯობს ასე, ვიდრე იცოდე, რომ ძაღლი საშინელი ტანჯვისგან მოკვდება შენს საფლავზე“, - თქვა მსახიობმა.
დელონის ლა ბრულერის მამულში, სამლოცველოში, სასაფლაოზე, ალენ დელონის სულ ცირე 35 ძაღლია დასაფლავებული.