რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, Tesla-სა და SpaceX-ის მფლობელს, ილონ მასკს თეთრ სახლში თანამდებობას შესთავაზებს.
ტრამპი მზად არის, მასკი ადმინისტრაციის თანამდებობაზე ან მრჩევლის პოზიციაზე დანიშნოს. ამის შესახებ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში თქვა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, სურს თუ არა მასკის დანიშვნა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მრჩევლის ან მდივნის თანამდებობაზე, ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.
"ის ძალიან ჭკვიანი კაცია, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებდი, თუ ის თანახმა იქნება. ის გამორჩეული ბიჭია", - თქვა ტრამპმა
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „მზად ვარ ვიმსახურო“.