დღეს, 13 იანვარს, მთავრობის სხდომა გაიმართება.
სხდომა სახელმწიფო კანცელარიაში 13:00 საათზე დაიწყება და მასზე მინისტრთა კაბინეტი რამდენიმე საკითხს განიხილავს.
არ არის გამორიცხული პრემიერმა-გილაურმა სხდომაზე ავსტრიაში ვიზიტის დეტალებზეც ისაუბროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ავსტრიას 6-12 იანვარს სტუმრობდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკური საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმს დაესწრო.